პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
Home მსოფლიო აშშ არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებების შესახებ კიევს წინასწარ არ აცნობეს.

„დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმება ჩვენთვის მოულოდნელი იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიუღებელია ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც უკრაინის მოქმედებებს განსაზღვრავს, თავად უკრაინასთან შეთანხმების გარეშე.

„თუ საქმე ეხება ჩვენს საპასუხო დარტყმებს მტრის ტერიტორიაზე, ვფიქრობ, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კიევი მზად იყო, ისე ემოქმედა, როგორც ამას ვაშინგტონი მოელოდა. მისი თქმით, უკრაინამ ისეთი წინადადებაც წამოაყენა, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმების შეწყვეტას არ ავალდებულებდა.

„ჩემი წინადადება ამერიკული მხარისთვის ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ ეს გჭირდებათ (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა). მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია.

მაგრამ რადგან ისინი [რუსეთის არმია] ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას თავს დაესხმებიან, მოგვაწოდეთ ანტისარაკეტო სისტემები, რათა ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დავიცვათ. ბევრი არ გვჭირდება – მხოლოდ იმ პერიოდით, სანამ ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა, ეს არ მიმიღია. უცნაურია!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მისი პოზიციას მხარდ უჭერს.

„ევროპელი კოლეგებისგან მხოლოდ მხარდაჭერა მოვისმინე და მადლიერი ვარ ამისთვის. ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად მკაფიო, გულწრფელი და სამართლიანია“,  განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay