ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ემპოლის“ 19 წლის ქართველი მცველით იტალიური გრანდი „იუვენტუსი“ დაინტერესდა. ამის შესახებ Juvelive-ი წერს.
საინტერესოა, რომ საბა გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯუნტოლიმ გამოავლინა, რომელმაც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა. ცნობილი ხდება, რომ ტურინელებმა ალბანეთის ნაკრების მცველის, არდიან ისმაილის კანდიდატურას ახალგაზრდა ქართველი ამჯობინეს.
„როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ახალგაზრდა ტალანტებზე ორინეტირებულ სტრატეგიას აგრძელებს და სურს, დაცვა გააძლიეროს. “იუვენტუსის” ინტერესი საბა გოგლიჩიძის მიმართ წარმოადგენს მნიშვნელოვან სიგნალს ტურინული კლუბის საბაზრო სტრატეგიაზე, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩვენა განზრახვა, გააძლიეროს გუნდი პერსპექტიული ახალგაზრდა ტალანტებით. 2004 წელს დაბადებულმა მცველმა ამ დრომდე მაღალი დონე გამოავლინა და ადაპტირება შეძლო. მისი თვისებები კი „ბიანკონერისთვის“ განსაკუთრებით მიმზიდველია.
„ემპოლისთან“ შესაძლო გარიგება, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ევროა, შეიძლება იყოს გონივრული ინვესტიცია „იუვენტუსისთვის“ და საიმედო გრძელვადიან პერსპექტივას უზრუნველყოფდეს. მოლაპარაკებები ზაფხულისთვის იგეგმება, რაც გოგლიჩიძეს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ტოსკანაში, „ემპოლის“ ფორმით ზრდა განაგრძოს და სერია A-ში გამოცდილება შეიძინოს