შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ტექნოლოგიის, Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია. ამის შესახებ მან 16 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მის კომენტარს Bloomberg ავრცელებს.

ტრამპის თქმით, არ ფიქრობს, რომ შეზღუდვის გადაწყვეტილება ილონ მასკმა მიიღო.

„ეს მე არ ვყოფილვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს ილონი იყო. არ ვიცი, ეს ვინმე სხვამ გააკეთა თუ არა. რამდენადაც მე მესმის, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა. უკრაინა ამ თანამგზავრულ სისტემას ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი სენატორი ტომ ტილისი პენტაგონის საქმიანობის გამოძიების ინიციატივით გამოვიდა. საკითხი უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის თანამგზავრული კავშირის სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.

მანამდე გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული სისტემის მუშაობის შეზღუდვებთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ კომპანია SpaceX-ს არ აკონტროლებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობა შეეზღუდა, შეცდომა იყო, რომელსაც, შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay