ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ მარკო რუბიო დაიკავებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ მარკო რუბიო დაიკავებს

by admin

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს.

53 წლის რუბიო აშშ-ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელია. მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია.

ინფორმაცია, რომ ტრამპი რუბიოს განიხილავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გაავრცელდა. 11 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა დაწერა, რომ არჩეული პრეზიდენტი, როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს წარადგენს. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იმავეს იუწყება ტელეკომპანია CNN-იც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა თანახმად, დონალდ ტრმპმა შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს. მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.

ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს რიკ გრენელსაც

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay