ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
Home საზოგადოება ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩავიდა

by admin

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

პრესსამსახურის თანახმად, ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay