დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ ვოლცის დანიშვნას გეგმავს. აღნიშნული ცნობა პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა.
მაიკ ვოლცი კონგრესში 2018 წელს აირჩიეს, სადაც მან ფლორიდის ამჟამინდელი გუბერნატორი, რონ დესანტისი, ჩაანაცვლა. იგი ასევე მსახურობდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და სადაზვერვო კომიტეტებში.
მაიკ ვოლცი ჩინეთის წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ ითვლება. 2021 წელს მან განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან მიმართებით “ცივ ომში” იმყოფება.
2022 წელს ვოლცმა უკრაინისთვის “ლენდ-ლიზის” ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მას ნათქვამი აქვს, რომ “უკრაინაში რუსეთის შეჩერება” აშშ-ს მხრიდან სწორი იქნება. ომის დაწყების შემდეგ კი ვოლცი ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის “ვერშეკავებისთვის” და ასევე სუსტი საგარეო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ვოლცმა აშშ-ს კონგრესში ფილმი “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებას უმასპინძლა