ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ოქტომერი რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

ოქტომერი რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა

by admin

ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ ტონი რადაკინის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვე რუსეთისთვის სამხედრო დანაკარგის მხრივ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

BBC-თან მიცემულ ინტერვიუში რადაკინმა თქვა, რომ რუსეთის არმიაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანი იღუპებოდა ან იღებდა ჭრილობებს.

შეგახსენებთ, მოსკოვი უკრაინის ომში დანაკარგების რიცხვებს არ ასაჯაროებს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით,  კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორივე მხარეს მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეში თქვეს, რომ რუსეთის მხრიდან დაიღუპა ან დაიჭრა 600 000-ზე მეტი ადამიანი.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay