ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home სპორტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

by admin

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის 14 მოთამაშეს შეარჩევს. სწორედ მათგან, თამაშების წინა დღეს დაასახელებს მთავარი მწვრთნელი იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ოფიციალურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის:

ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), ტომასონი (გრან კანარია, ესპანეთი), ანდრონიკაშვილი (ვეფ, ლატვია), ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლიკლიკაძე (ორბი), მაზიაშვილი (ამრა), ხატიაშვილი (ბასკონია U18, ესპანეთი), დ. სანაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ს. სანაძე (მარგვეთი), კაკუშაძე (ვსა), ჯინჭარაძე (ალ რაიანი, ყატარი), ფევაძე (თსუ), სულაბერიძე (ქუთაისი), შენგელია (ვირტუს ბოლონია, იტალია), ბურჯანაძე (ლა კორუნია, ესპანეთი), კორსანტია (ქუთაისი), ლონდარიძე (ბათუმი), მეგენეიშვილი (ივერიონი), შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ბაქრაძე (დელტა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს 21 და 24 ნოემბერს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ნაკრები  სამი დღის ინტერვალით ორივე მატჩს ფინეთთან გამართავს.  21 ნოემბერს ჰელსინკიში ითამაშებს, 24-ში კი ფინეთს თბილისში დაუპირისპირდება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay