რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ. ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.
“ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა