ორშაბათს, 15 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 40 გემის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სიაში დამატების შესახებ.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ჩვენ… დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ 40 დამატებითი გემი გვყავს, ასევე მათი თანამზრახველები. ეს ქმედებები ხორციელდება იმისათვის, რომ რუსეთს ჩამოერთვას ამ ომის დაფინანსების საშუალებები”, – თქვა კალასმა.
როგორც მედია იუწყებოდა, ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციების პაკეტისგან დამოუკიდებლად დააწესოს სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავი “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებისთვის