ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
Home მსოფლიო ბლეიზ მეტრეველი – პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, კიევისადმი ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა

ბლეიზ მეტრეველი – პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, კიევისადმი ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა

by admin

გამოცემა Times-ის ინფორმაციით, 15 დეკემბერს, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელი, ბლეიზ მეტრეველი, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სიტყვით პირველად გამოსვლისას იტყვის, რომ მოსკოვის მხრიდან წარმოებული ჰიბრიდული ომის, მათ შორის, დეზინფორმაციის, საბოტაჟისა და კიბერთავდასხმების შედეგად, “ფრონტის ხაზი ყველგანაა”.

ბლეიზ მეტრეველი, რომელიც სააგენტოს პირველი ქალი ხელმძღვანელია, ლონდონში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს იმ საფრთხეზე, რასაც “აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული” რუსეთი წარმოადგენს.

“პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. წნეხი, რომელსაც ჩვენ უკრაინის გამო ვახდენთ, შენარჩუნდება.” – იტყვის ის.

Times-ის მიხედვით, მეტრეველი ასევე დაამატებს, რომ “საერთაშორისო ჩართულობის მხრივ რუსეთის მიდგომაში ქაოსის ექსპორტი თვისებაა და არა – ნაკლი; და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს მანამ გაგრძელდება, სანამ პუტინი იძულებული არ იქნება, თავისი გათვლები შეცვალოს.”

ამასთან, მეტრეველი საზოგადოებას გააფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო “გაურკვევლობის ეპოქის” წინაშე დგას იმ ფონზე, როცა რუსეთი და სხვა მტრული აქტორები კონფლიქტის წესების გადაწერით არიან დაკავებული.

მეტრეველი ასევე იტყვის, რომ “21-ე საუკუნის გადამწყვეტი გამოწვევა არ არის უბრალოდ ის, თუ ვინ ფლობს ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიებს, არამედ ის, თუ ვინ უძღვება მათ ყველაზე მეტი სიბრძნით. ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კაცობრიობა ამაზეა დამოკიდებული.”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay