5
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ კვირას ბერლინში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
“ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერს და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის, ეკონომიკური პროგრამებისა და სხვა საკითხების სიღრმისეული განხილვა გამართეს. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და ისინი ხვალ დილით კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს“, – ნათქვამია განცახდებაში, რომელიც Х-ზე ქვეყნდება