შაბათი, დეკემბერი 20, 2025
Home მსოფლიო ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ბერლინში ვოლოდიმირ ზელენსკის, ფრიდრიხ მერცისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

by admin

ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს.

ზელენსკი ბერლინში დღეს, ჩავიდა. როგორც მან გუშინ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, შეხევდრები გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან.

“ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველსაყოფად. რატა უზრუნველყოფილი იყოს გარანტია, უპირველესად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში მესამედ არ შეიჭრება. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გვეხმარება – ეხმარება უკრაინას და ამ დღეებში ბერლინში მაქსიმალურად აქტიურად და კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველასთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია შეთანხმების მიღწევა”, – თქვა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay