ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home მსოფლიო ტრამპმა და შოლცმა აშშ-სა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

ტრამპმა და შოლცმა აშშ-სა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

by admin

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ლიდერებმა ბერლინსა და ვაშინგტონს შორის „გრძელვადიანი თანამშრომლობის“ გაგრძელების საკითხი განიხილეს.

ასევე, საუბრისას მხარეებმა განიხილეს “აქტუალური გეოპოლიტიკური საკითხები” და შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay