ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home საზოგადოება ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები მსოფლიოს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები მსოფლიოს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

by admin

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელევენ.

მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი, ამ კონტექსტში კი ისინი

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. უფრო კონკრეტულად, მიმართვის ავტორები 3 მოთხოვნას აყენებენ.

“საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა – ყველამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საარჩევნო პროცესში. მათ შორის: არათანაბარი საარჩევნო გარემო, ამომრჩეველთა დაშინება და შემზღუდველი კანონმდებლობა, რომელიც ახშობდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქმნიდა პირობებს, რომლებიც, როგორც დადასტურებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, ვერ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად სტანდარტებს.

გარდა ამისა, აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და აღწერს ამჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ტრაექტორიას, როგორც სერიოზულ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ანალოგიურად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს კონგრესსა და ევროპის ქვეყნების პარლამენტებში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ საქართველოს დემოკრატიისა და სუვრენიტეტისთვის უდიდეს გამოწვევაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება – ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას: 1. ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება; 2. არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და 3. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.

მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.

დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას უერთდებიან საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები:

ლანა ღოღობერიძე – საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში და იუნესკოში; საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, კინო-რეჟისორი;

დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;

დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;

გრიგოლ მგალობლიშვილი – საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი;

მაია კოპალეიშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

ქეთევან ერემაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

ნინო ბაკაკური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

ბესარიონ ალავიძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;

თედო ჯაფარიძე – საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე უშიშროების საკითხებში; საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;

თორნიკე გორდაძე – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

ალექსი პეტრიაშვილი – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

უჩა ნანუაშვილი – საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;

ვალერი ჩეჩელაშვილი – ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში, ყოფილი გენერალური მდივანი: BSEC, GUAM;

გიგი უგულავა – ქალაქ თბილისის ყოფილი მერი;

ნოდარ ხარშილაძე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი

ნინო კალანდაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal

გიორგი ბადრიძე – საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატი;

სოფიო ხუნწარია – ქალაქ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

გარდა ამისა, მიმართვის ხელმომწერი არიან შემდეგი სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay