ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home მსოფლიო ტანზანიაში არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტანზანიაში არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

by admin

ტანზანიაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სამი სულუჰუ ჰასანმა გაიმარჯვა, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით ხმების 98% აიღო.

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსულ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის ქუჩაში შეტაკებები დაიწყო.

ოპოზიციის თქმით, ამ დროისთვის დაღუპულია 700 ადამიანი, მედიების ინფორმაციით კი დაიღუპა მინიმუმ 500 ადამიანი.

ოპოზიციური პარტია “ჩადემას” წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფომ არჩევნები გააყალბა.

გაერომ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ნორვეგიამ ტანზანიის ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay