ჩვენმა მეომრებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს რუსეთის და დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე, რუსეთის იაროსლავის ოლქში, უსაფრთხოების სამსახურმა ნავთობის ობიექტს დაარტყეს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აგრესორი სახელმწიფოს რეზერვებისთვის.
„ჩვენი არმიის მეომრებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს რუსეთის ტულის ოლქში – კერძოდ, აზოტის ქარხანაში, რომლის ფუნქციონირებაც კრიტიკულია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების შესაძლებლობებისთვის. საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვები დაწესდა ექვს რუსულ აეროპორტში და საერთო ჯამში, გუშინ საღამოდან რუსეთის 28 ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, დარტყმები განხორციელდა ოკუპანტის სამხედრო ლოჯისტიკაზე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა ახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმას და დაკისრებულ ამოცანებს საშუალო მანძილზე დარტყმებთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ამ ომის დასრულებაზე უარის საპასუხოდ.
„რუსეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატი შევთავაზეთ – და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინას მშვიდობა სჭირდება. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი