აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მომდევნო კვირას შეხვედრას გამართავენ.
ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ვერსალის სასახლეში 17 ივნისს შეხვდებიან.
წყაროს ცნობით, მაკრონმა ტრამპი მიიწვია აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ხოლო ვერსალის სასახლე შერჩეულია როგორც ფრანგულ-ამერიკული მეგობრობის სიმბოლო.
ტრამპი საფრანგეთში 15 ივნისს ჩავა, ვაშინგტონში საკუთარი 80-ე დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ.
როგორც Politico წერს, G7-ის სამიტი გაიმართება ქალაქ ევიან-ლე-ბენში, სადაც ლიდერები განიხილავენ უკრაინის ომს და ირანთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო სესია G7-ის ლიდერების მონაწილეობით და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართულობით. თუმცა ამ ეტაპზე ცალკე შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის არ იგეგმება