1
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა 14 ივნისს არ შედგება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება მომდევნო დღეებში გაფორმდეს.
ესმაილ ბაღეის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია და „დაელოდება დაზუსტებას“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება, არ არის გამორიცხული, რომ ეს უახლოეს დღეებში მაინც მოხდეს.
,მანამდე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა 24 საათში საბოლოოდ გაფორმდეს