ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home მსოფლიო ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა

ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა

by admin

რუსეთში, ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას Reuters-ი კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ტუაფსეს პორტში, დრონის ნაწილები ნავთობტანკერს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი ევაკუირებულია”, – განაცხადა კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ.

კრასნოდარის ადმინისტრაციის ცნობით, დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.

ასევე, იერიშის შედეგად ტუაფსეს მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობა და რკინიგზის სადგური დაზიანდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay