ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home მსოფლიო ნიგერიის მთავრობა თუ ქრისტიანების მკვლობებს გააგრძელებს, აშშ ნიგერიას თავს დაესხმება – დონალდ ტრამპი

ნიგერიის მთავრობა თუ ქრისტიანების მკვლობებს გააგრძელებს, აშშ ნიგერიას თავს დაესხმება – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს ნიგერიაზე შესაძლო სამხედრო დარტყმისთვის მომზადება დაავალა, თუ ნიგერიის ხელისუფლება „გააგრძელებს ქრისტიანების მკვლელობას“. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.

“თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ დაუშვებს, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყოველგვარ დახმარებას და შესაძლოა, იარაღით ხელში შევიდეს ამ სამარცხვინო ქვეყანაში, რათა სრულად გაანადგუროს ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც ამ საშინელ სისასტიკეს სჩადიან.

ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის.

თუ ჩვენ თავს დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და მოხერხებული, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები თავს ესხმიან ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს!… ნიგერიის მთავრობას ურჩევნია სწრაფად იმოქმედოს!” –  წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ნიგერიის მთავრობას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay