ორშაბათი, ივნისი 15, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვას ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

მოლდოვას ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

by admin

პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს ხელმძღვანელობით ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, – ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“მოლდოვა მზადაა, მიღწეული პროგრესის საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა – ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტების გაძლიერება და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ თავდაჯერებულად სვლა”, – წერს სანდუ.

მოლდოვას პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი გუშინ აირჩია. 61 წლის ეკონომისტის, ალექსანდრუ მუნტეანუს დანიშვნა სექტემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტ მაია სანდუს მმართველმა “მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ” გაიმარჯვა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay