პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home მსოფლიო პიტერ სიიარტო – უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს

პიტერ სიიარტო – უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს

by admin

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს არ დაბლოკავს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გამოცემა Euractiv-ს განუცხადა.

„მის [სანქციების მე-19 პაკეტი] დასაბლოკად გეგმა არ გვაქვს. შევძელით, რომ ყველა ის ზომა ამოგვეღო, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა სიიარტომ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი განიხილეს.

„მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ მე-19 პაკეტის შემდეგ სანქციების ახალ პაკეტზეც უნდა ვიმუშაოთ. ეს უკანასკნელი არ იქნება“, – აღნიშნა კალასმა.

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას ხელს სლოვაკეთის ვეტო უშლის, თუმცა ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს დარწმუნებას ხუთშაბათს, ევროპული საბჭოს სამიტზე შეძლებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay