პარასკევი, აგვისტო 14, 2026
Home საზოგადოება ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

by admin

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს.

სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან.

“მინდა გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენ გარშემო ატეხილ ამბებს, აჟიოტაჟს, რომელიც მოყვა რამდენიმე გამონათქვამს, დაწერილ კომენტარს, ტროლის, ბოტის, თუ ვიღაცის დაკვეთით ნათქვამს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ყურადღებამისაქცევი. მიჩვეულები ვართ, წლების განმავლობაში, არაერთი ბრალდება გამოთქმულა ჩვენს მიმართ, უსაფუძვლო ბრალდება, თუნდაც გავიხსენებდი 26 მაისს რუსთაველზე თითქოს ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და კიდევ ბევრი სხვა. ვთვლი, რომ არასდროს მიგვიქცევია და არც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი, მითუმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება…

ასევე, მინდა, ვახსენო პეტიცია, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა ამ ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, თუმცა, ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამაზე უფრო გავამწვავებთ, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას ქვეყანაში. კიდევ უფრო დავძაბავთ აზრთა სხვადასხვაობას, კიდევ უფრო ზედმეტად მოყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მოგვწონს ეს ჩვენ. ამიტომ, ვთვლი, რომ არ არის საჭირო ამის გაბუქება, მე მჯერა ჩემი ხალხის და დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის, ამ დამოკიდებულებისთვის. უღრმესი მადლობა ყველას, ამ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველ წუთს, დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში თუ ყველგან. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ძალიან გვიყვარხართ, განურჩევლად, რა აზრისაც არ უნდა იყოთ”, თქვა ნინო სუხიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში

ნინო სუხიშვილმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავა რუსეთში, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მან აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება არც ისტორიულად ჰქონია და არც ახლა აქვს. მის ამ განცხადებას მწვავე პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay