კვირა, აგვისტო 16, 2026
Home მსოფლიო მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

by admin

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო, – ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოს და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლო დასრულების შესახებ.

საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა დაინახეს, რომ რუსეთის პოზიცია მაქსიმალისტური პოზიციის მიღმა საკმარისად არ განვითარებულა. წყაროს თქმით, რუბიომ და ლავროვმა, შესაძლოა, ამ კვირაში კვლავ ისაუბრონ.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ გუშინ ტელეფონით ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები განიხილა. „სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ“, – ნათქვამია განცხადებაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay