81
“ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია და სხვათა შორის, ჩვენი გუნდის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში და აქ რაიმე მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარიმართება. აქტუალურიც არ არის ეს საკითხი, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, 113 ხმა სჭირდება კონსტიტუციის ცვლილებას. არააქტუალურ საკითხს ნუ გავააქტუალურებთ” – ამბობს ირაკლი კობახიძე კითხვის საპასუხოდ, აპირებენ თუ არა კონსტიტუციიდან EU-სა და NATO-ს შესახებ ჩანაწერის ამოღებას.
შეგახსენებთ, “ოცნების” მხარდამჭერმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა – “უნდა ამოვიღოთ ეს სამარცხვინო მუხლი, რომ მივდივართ ევროკავშირში და ნატოში. არანაირ ევროკავშირში და ნატოში ჩვენ არ მივდივართ და იქ არაფერი გვესაქმება”