ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home მსოფლიო ФСБ-მ ბიზნესმენ მიხაილ ხადორკოვსკის წინააღმდეგ, ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით საქმე აღძრა

ФСБ-მ ბიზნესმენ მიხაილ ხადორკოვსკის წინააღმდეგ, ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით საქმე აღძრა

by admin
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ბიზნესმენ მიხაილ ხადორკოვსკისა და რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრების წინააღმდეგ, ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდებისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით საქმე აღძრა.
ФСБ-ს განცხადებით, ბრალდებები გამომდინარეობს რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის (ACR) 2023 წელს ბერლინში მიღებული დეკლარაციიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმის შექმნიდან. მათი მტკიცებით, ეს პლატფორმა “ხადორკოვსკის მიერ დასავლეთის ქვეყნებისთვის პოზიციონირებს როგორც გარდამავალი პერიოდის დამფუძნებელი კრება და რუსეთის ფედერაციის მმართველი ორგანოების ალტერნატივა“.
🔴
ФСБ ასევე მიიჩნევს, რომ ACR-ის დამფუძნებლები „აფინანსებენ უკრაინულ ნაციონალისტურ ჯგუფებს, რომლებიც ტერორისტებად არიან მიჩნეულნი და ახორციელებენ მებრძოლების რეკრუტირებას რუსეთში ძალადობრივი ხელში ჩაგდებისთვის“.
“რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი“ 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა. ორგანიზაციის ვებსაიტის ცნობით, მათი საქმიანობის მიზანია „ხალხის გაერთიანება, საერთო პოზიციის შემუშავება და პუტინის აგრესიის შედეგების დაძლევაში დახმარება“.

2024 წლის იანვარში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ორგანიზაცია ქვეყანაში არასასურველად გამოაცხადა. რუსეთს უცხო ქვეყნის აგენტად ჰყავს გამოცხადებული ხადარკოვსკიც.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც შეიქმნა რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay