როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე – ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე? , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
“საზოგადოებაა შეწუხებული, ჩვენ არაფერი გვაწუხებს. მთელი საზოგადოებაა შეწუხებული, მათ შორის, მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. საზოგადოებაა ძალიან შეწუხებული იმით, რომ 50 კაცი ძალადობს მილიონობით ადამიანზე.
როდესაც იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე, მეტს კი არაფერს ვამბობთ, საზოგადოება მეტს კი არაფერს ითხოვს. როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ახლა აისახება კანონში.
გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
რას ითხოვენ ისინი? მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას. რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე? რა იყო აბსურდი, კაცო? ძალადობა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში დაგვესიზმრა ყველას? როდესაც მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვენ და 50 კაცით ქუჩას კეტავენ, აქ ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესებში არის სიმშვიდე, ქვეყნის მშვიდად განვითარება და სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი,” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა