კვირა, ივნისი 7, 2026
Home მსოფლიო უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს – ლუკაშენკო

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს – ლუკაშენკო

by admin

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა ბირთვულ ომს გამოიწვევს.

Tomahawk-ის რაკეტები ამ საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ ბირთვული ომის ესკალაციას გამოიწვევს. დონალდ ტრამპს ეს სავარაუდოდ ყველაზე კარგად ესმის და არ ჩქარობს, ეს მომაკვდინებელი იარაღი [უკრაინას] გადასცეს და რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების საშუალება მისცეს, რისი იმედიც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს. მჯერა, რომ ბელარუსს, როგორც რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, აქვს გადამწყვეტი როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებასა და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. ამერიკელებმა ჩვენ ამ პროცესში გვნახეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესაძლებლობები და პოტენციალი. თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება და ხედავენ ამაში ჩვენს როლს, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობისთვის” – თქვა ლუკაშენკომ.

13 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay