კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება “ჰამასი” მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, ეს სიხარულის დღე იქნება – ტრამპი

“ჰამასი” მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, ეს სიხარულის დღე იქნება – ტრამპი

by admin

“ჰამასი” მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად…. მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება. ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება – დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება”, – განაცხადა ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay