კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება კიევმა, შესაძლოა, მიიღოს მძლავრი ამერიკული იარაღი, რომელიც უკრაინაში ჯერ არ გამოყენებულა – ნატო-ში აშშ-ის ელჩი

კიევმა, შესაძლოა, მიიღოს მძლავრი ამერიკული იარაღი, რომელიც უკრაინაში ჯერ არ გამოყენებულა – ნატო-ში აშშ-ის ელჩი

by admin

სამომავლოდ, უკრაინამ, შესაძლოა, მიიღოს მძლავრი იარაღი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს და რომელიც ჯერ არ გამოყენებულა უკრაინაში. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა რიგის კონფერენციაზე განაცხადა.

უიტაკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დრო“. მისი თქმით, ასეთი იარაღის მიწოდება უკრაინაში შესაძლებელია.

“მისი ნაწილი პოტენციურად შეიძლება გადაიტანონ უკრაინაში გამოსაყენებლად და ამან შეიძლება შეცვალოს კალკულაცია. ახლა დადგა მომენტი, როდესაც ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომ მოლაპარაკებების დრო დადგა, პუტინი არ დემონსტრირებს სისუსტეს თუმცა სინამდვილეში ის ძალიან სუსტია”.

ცნობისათვის, ბოლო დროს საუბარი მიმდინარეობს უკრაინისთვისTomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარკვეულწილად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk -ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, “დიახ, თითქმის მივიღე [გადაწყვეტილება]

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay