შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ