ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატს

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ 61 მანდატს მიიღებს, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატს

by admin

სომხეთში ამ დროისთვის არსებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სომხეთის ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი იქნება ოთხი პოლიტიკური ძალა: „სამოქალაქო კონტრაქტი“, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, ბლოკი „სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“.

მანდატების შემდეგნაირად გადანაწილდება: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 61 მანდატი, ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 28 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 11 მანდატი, პარტია „აყვავებული სომხეთი“ – ხუთი მანდატი.

ბოლო მომენტში, „აყვავებულმა სომხეთმა“ გადალახა 4%-იანი ბარიერი, რის შედეგადაც მან პარლამენტში მოხვედრა შეძლო.

ოთხი უმსხვილესი ეროვნული უმცირესობიდან: ოთხი მანდატიდან სამი გადადის „სამოქალაქო კონტრაქტთან“, ერთი – ბლოკ „ძლიერ სომხეთთან“, რის შედეგადაც მისი მანდატების რაოდენობა 28-მდე იზრდება.

ამასთან, სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:

„სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% (727 160 ხმა) მოიპოვა. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც მიიღო 23,29% (340 062 ხმა). მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც მოიპოვა 9,94% (145 097 ხმა). მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც მიიღო 4,00% (58 368 ხმა).

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay