ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა გვინდა, ჯერჯერობით დუმილია – ირაკლი კობახიძე

აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა გვინდა, ჯერჯერობით დუმილია – ირაკლი კობახიძე

by admin

ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვინდა და ჯერჯერობით არის დუმილი. ჩვენი მთავარი წუხილი ესაა. ამ წუხილზე ჩვენ ამერიკულ მხარესთან მუდმივად ვსაუბრობთ. შეიძლება, გარკვეული წუხილები მათაც ჰქონდეთ და ბუნებრივია, ამაზეც ისაუბრებენ.

წინა ადმინისტრაციის პერიოდისგან განსხვავებით, კარგი რაც არის, ახალ მოცემულობაში არცერთი დაძაბული შეხვედრა აღარ ყოფილა. ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ. მთავარია, ოღონდ ვინმემ დაგვანახოს, რომ როგორც მტერს ისე არ გვიყურებენ. ეს მინიმალური მოთხოვნაა – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay