ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 49,54% მოიპოვა

სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 49,54% მოიპოვა

by admin

სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების თითქმის 99 პროცენტი, ანუ 1 453 780 ხმა.

საპარლამენტო არჩევნებში მართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 49,54%-ით. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23,21%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9,89%-ით, მეოთხე ადგილს კი, პარტია „აყვავებულ სომხეთი“ – 3,94%.

დანარჩენი პარტიები 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.

სომხეთის კანონმდებლობით, სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა თუ არ შედგება, 28 დღეში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი პარტია, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay