ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home პოლიტიკა უკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო

by admin

უკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო, – ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ევროკომისიამ მხარდაჭერის პროგრამა – Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინას დაახლოებით 2.8 მილიარდი ევრო გადასცა.

კომისიის განცხადებით, აღნიშნული თანხა დახმარების მეშვიდე ტრანშია, რომლის მიზანიც უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

“უკრაინის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სიჩქარემ და ერთგულებამ აღნიშნული თანხის გამოყოფა განაპირობა. ახლა ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი პროგრესისთვის ნიადაგს ვამზადებთ”, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay