კვირა, აგვისტო 30, 2026
Home საზოგადოება 2023 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და ამას ვაკეთებთ წარმატებით – ირაკლი კობახიძე

2023 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და ამას ვაკეთებთ წარმატებით – ირაკლი კობახიძე

by admin

2023 წლის დეკემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ვებრძოლოთ კორუფციას და ამას ვაკეთებთ წარმატებით, მათ შორის, შეიცვალა არაერთი მიმართულებით პრაქტიკა საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობაში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს შეეხო, მათ შორის, წარსულში განხორციელებულ ქმედებებს და ამისთვის კონკრეტული პირები უკვე არიან მიცემული პასუხისგებაში.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ნებისმიერ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ცდილობს კორუფციული ფაქტების გამოვლენას – არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შენიშვნა მივიღოთ მთავრობის დღევანდელ და ხვალინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის გავასაჯაროვეთ მთავრობის ყველა აქტი. გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის დამტკიცების დღიდან, ყველა აქტი არის საჯარო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება და თუ ნახავენ სადმე კორუფციის ნიშნებს, მზად ვართ, ნებისმიერ სუბიექტთან, ვინც კი დაგვეხმარება კორუფციის გამოვლენაში, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის, იქნება ეს მთავრობის, უწყებრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ნებისმიერ დონეზე, დღევანდელ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ხვალინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, ყველასთან ვართ მზად თანამშრომლობისთვის. ვინც დაგვეხმარება კორუფციასთან ბრძოლაში, ყველას, ნებისმიერი სუბიექტის დახმარებას და მხარდაჭერას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay