პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home საზოგადოება შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by admin

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.

ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარიამობის დღეასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან, ასევე, სხვადასხვა აქციების დროს დაკავებულები – საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე და დავით ხომერიკი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 226 პირი შეიწყალა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay