შაბათი, აგვისტო 29, 2026
Home საზოგადოება წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები – იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს – ირაკლი კობახიძე

წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები – იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს – ირაკლი კობახიძე

by admin

წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება, მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

“წინა აქციების დროს იყო სამი საკმაოდ მძიმე ინცინდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება. მაგალითად, იყო როგავას შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა, ხაბეიშვილის შემთხვევა, და იყო ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ძალოვნებს, სამი შემთხვევა იყო.

რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი ასეთი ინცინდენტი არ მოხდეს. ასეთი ინცინდენტი შედის სწორედ მოძალადეების ინტერესებში. ასე იყო წინა შემთხვევაშიც – მხოლოდ მოძალადეების წისქვილზე დაასხა წყალი ასეთმა ინცინდენტებმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ინცინდენტები არ მოხდეს. რაც შეეხება ძალის გამოყენებას – გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას.

მაქსიმუმი გაკეთდა და გაკეთდება იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ინციდენტი, არასწორი ქმედება, თუ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის გავაკეთეთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პასუხისმგებლობა, პოზიცია ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება ექსცესები, ასეთი პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს. ვეცდებით, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, იმის გამოვლენას და ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული მაქსიმალური ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ინციდენტები. რაც შეეხება მოძალადე მომიტინგეებს, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. თუ წინა შემთხვევაში იდენტიფიცირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3 პროცენტი, ახლა იდენტიფიცირების მაჩვენებელი იქნება ბევრად უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება, მრავალი წლით მოხვდნენ ციხეში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay