პარასკევი, აგვისტო 28, 2026
Home საზოგადოება მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქიაც

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქიაც

by admin

 მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ე.წ. “სთორიში” საბა ჯიქიამ ვიდეო განათავსა, სადაც ამბობს: “მეგობრებო, დიახ, მე გარეთ ვარ”.

მანამდე გავრცელდა ცნობები, სხვადასხვა აქციების დროს დაკავებულების – ფრიდონ ბუბუტეიშვილის, სიკონ მახარაძისა და დავით ხომერიკის შეწყალების თაობაზეც.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay