ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა “მამუკა მდინარაძე იმ დროს ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმ სართულზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა… ახლა უბრალოდ ბოდავს” – გახარიას პასუხი

“მამუკა მდინარაძე იმ დროს ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმ სართულზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა… ახლა უბრალოდ ბოდავს” – გახარიას პასუხი

by admin

რა­საც ახლა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე უბ­რა­ლოდ ბო­დავს, რჩე­ბა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ბოდ­ვად – ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ველ­ზე შე­დი­ან, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • მი­სი­ვე თქმით, ის ის­ტე­რი­კა, რო­მე­ლიც “ოც­ნე­ბას” სჭირს, პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს პარ­ტი­ის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მზარდ მხარ­და­ჭე­რა­ზე და მათ თა­ვი­სუ­ფალ ვარ­დნა­ში მყოფ მხარ­და­ჭე­რა­ზე.

“მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალ­ბათ, ახ­ლაც, იმ ოთახ­ში შე­მოშ­ვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი კი არა, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბო­და, იმ სარ­თულ­ზე ახ­ლო­საც ვერ მო­ვი­დო­და და რა­საც ახლა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე უბ­რა­ლოდ, ბო­დავს, რჩე­ბა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ბოდ­ვად.

ეს ტექ­სტი, რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლის და­წე­რი­ლია, რო­მელ­საც ში­შე­ბი ამოძ­რა­ვებს. იმი­ტომ, რომ მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­დე­საც შენ შენი ხალ­ხის­გან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ითხოვ ბო­დი­შის მოხ­დას, ამის შემ­დეგ შენი და­ვა­ლე­ბით, გან­კარ­გუ­ლე­ბით, შენი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შენს ქვე­ყა­ნას აბ­რა­ლებს ომის და­წყე­ბას და ფაქ­ტობ­რი­ვად, უმ­ძი­მეს დარ­ტყმას აყე­ნებს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას, სა­ერ­თოდ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას, რაც პირ­და­პირ ნიშ­ნავს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­ზი­ა­ნე­ბას; რო­დე­საც შენ შენი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, ფუ­ლის გამო, რიგ­ში აყე­ნებ სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის უმაღ­ლეს პი­რებს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მი­ნის­ტრებ­სა და შენი ფი­ნან­სუ­რი, კერ­ძო და­ვის გამო ამ მო­ნებს ალა­პა­რა­კებ, შემ­დგომ სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მი­სად იყე­ნებ იმის­თვის, რომ რო­გორ­მე რა­ღაც ფული უკან და­იბ­რუ­ნო, ამა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნიშ­ნე­ბია ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლა­ტის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან მალე, ივა­ნიშ­ვილს ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ რა­ღაც გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს. მერ­წმუ­ნეთ, ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ბევ­რად უფრო სა­ჭი­რო მის­თვის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ იქ­ნე­ბა გან­მარ­ტე­ბე­ბი, იქ­ნე­ბა სხვა ქმე­დე­ბე­ბი. ეს კი­თხვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენს ქვე­ყა­ნა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და გა­მო­ი­ა­რეს, მოს­თხო­ვო ბო­დი­შის მოხ­და; რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შენ შენს სა­ხელ­მწი­ფოს და­აბ­რა­ლო ომის და­წყე­ბა, მა­შინ, როცა იცი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა არის უზარ­მა­ზა­რი რის­კის ქვეშ, ისევ შენ გამო იმი­ტომ, რომ და­ან­გრიე და­სავ­ლეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და აქ პირ­და­პირ თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭ­ვია. ამის შემ­დეგ და­უ­წე­რო ტექ­სტი და შენი მონა, კლო­უ­ნი გა­მო­ვი­დეს…

ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ველ­ზე შე­დი­ან და გე­ტყვით რა­ტომ – მე უკვე ვი­წყებ ფიქ­რს იმა­ზე, ხომ არ მო­ვი­და დრო, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­იქ­მნას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია, რო­მელ­ზეც დად­გე­ბა ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ამათ ჩა­მოთ­ვა­ლეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს გა­ი­გებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ოღონდ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. იმი­ტომ, რომ მე არ ვარ ისე­თი მდა­ბიო, რო­გორც ზო­გი­ერ­თი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტე­რე­სებ­ში მსგავ­სი თე­მე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო. იმი­ტომ, რომ ამის გა­რე­შეც, მერ­წმუ­ნეთ, ის ის­ტე­რი­კა, რო­მე­ლიც „ოც­ნე­ბას“ სჭირს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს ჩვენს მზარდ მხარ­და­ჭე­რა­ზე და მათ თა­ვი­სუ­ფალ ვარ­დნა­ში მყოფ მხარ­და­ჭე­რა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მოვ­ლე­ნა­თა ქრო­ნო­ლო­გია და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვი მარ­ტი­ვად ადას­ტუ­რებს, რომ ის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რის რი­გი­თი წევ­რე­ბის­გან. ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­ვა­ლე­ბებს ისიც სა­ერ­თო პატ­რო­ნე­ბის­გან იღებს და უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბა.

“რო­გორ მოხ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­დან ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­წი­ნა­ურ­და? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი არ არის, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ეს მი­ვიჩ­ნი­ოთ ჩვე­ნი მხრი­დან გა­ხა­რი­ას პატ­რო­ნებ­თან გა­დახ­დილ ერ­თგვარ ხარ­კად“, – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay