ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა “დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს” – ანდრეი ერმაკი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

“დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს” – ანდრეი ერმაკი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება

by admin

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ერ­მა­კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბილ­ბორ­დებ­მა და სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­მა გა­ა­შიშ­ვლა სი­მარ­თლე უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის შე­სა­ხებ.

“ვნა­ხე ეს გან­ცხა­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მშვე­ნივ­რად ხვდე­ბა სი­მარ­თლეს და სწო­რედ ამი­ტომ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნე­ლებს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში”, – წერს ერ­მა­კი „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბილ­ბორ­დებ­მა და სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­მა „გა­ა­შიშ­ვლა სი­მარ­თლე უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის შე­სა­ხებ“.

მისი შე­ფა­სე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი წუ­ხან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბილ­ბორ­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ორ­გო­ლის გამო ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით – ისი­ნი 2.5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­ე­მა­ლათ, რა ხდე­ბო­და და რა ხდე­ბა დღეს უკ­რა­ი­ნა­ში“.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay