ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა “გაჩნდა კითხვა, თუ გიორგი გახარია აშავებდა, როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან პრემიერად დაწინაურდა? პასუხი არ არის მარტივი” – რას იხსენებს მდინარაძე

“გაჩნდა კითხვა, თუ გიორგი გახარია აშავებდა, როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან პრემიერად დაწინაურდა? პასუხი არ არის მარტივი” – რას იხსენებს მდინარაძე

by admin

გა­ხა­რი­აც და ხა­ზა­რა­ძეც დღეს ბევ­რად უფრო დიდ ხი­ფათს წარ­მო­ად­გე­ნენ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე ყვე­ლა­სათ­ვის გა­შიფ­რუ­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის” ძვე­ლი ფლან­გი, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში ყოფ­ნი­სას გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა. მას უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იყო მთლი­ა­ნად მორღვე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ზა­რა­ძეს, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ამ­ბობს, ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დიდი ხნის მო­კავ­ში­რე, ე.წ. მო­ლა­რე და მათ მიერ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნე­სე­ბის დამ­პატ­რო­ნე­ბე­ლია.

“ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, რომ დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცია სრუ­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი გარე დი­რექ­ტი­ვებ­ზე და მხო­ლოდ და­ვა­ლე­ბე­ბით, ქვეყ­ნის გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით მოქ­მე­დებს. მათ თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რა, რად­გან ერ­თმა­ნე­თის­გან მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი და პარ­ტი­ე­ბის ლო­გო­ე­ბი გა­ნას­ხვა­ვებთ, ში­ნა­არ­სით და ან­ტი­ქარ­თუ­ლი მიზ­ნე­ბით კი ერ­თნი არი­ან.

სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. მათ წარ­სუ­ლის ცოდ­ვე­ბი იმ­დე­ნად ამ­ძი­მებთ, რომ მწა­მე­ბელ რე­ჟიმ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის მიმხრო­ბას ისი­ნი ვერ ახერ­ხე­ბენ. თუმ­ცა, პატ­რო­ნებ­მა აქაც კი სცა­დეს სის­ხლი­ა­ნი ბრენ­დის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ უკა­ნა პლან­ზე გა­და­წე­ვა და მათ ნაც­ვლად ასე­ვე სის­ხლი­ა­ნი აგენ­ტე­ბის, გვა­რა­მი­ას, მე­ლი­ას, ჯა­ფა­რი­ძი­სა და ხოშ­ტა­რი­ას ახალ სა­ხე­ე­ბად გა­სა­ღე­ბა. მათ, პარ­ტი­ას ნომ­რით 5, თით­ქმის მთლი­ა­ნად და­უ­შა­ლეს რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბი და გვა­რა­მი­ას გა­და­ა­ბა­რეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად არი­ან ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან, ხოლო ყვე­ლა ერ­თად, და­ნა­შა­ულ­თან შეზ­რდი­ლე­ბი, რომ ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას მა­ინც ვერ ახერ­ხე­ბენ.

ისი­ნი არი­ან ყვე­ლა იმ უბე­დუ­რე­ბის შე­მოქ­მედ­ნი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს 2003-2012 წლებ­ში და­ა­ტყდა თავს, თუმ­ცა, მათი და­ვა­ლე­ბე­ბის უსი­ტყვო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბად ქცე­ვა ნელ-ნელა, მე­თო­დუ­რად მოხ­და.

თა­ვის მხრივ, ეს გა­მო­უც­დე­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი, მაგ­რამ ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხიბლში ჩა­ვარ­დნი­ლი ხალ­ხი თა­ვის დრო­ზე სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლა იყო პატ­რო­ნე­ბის­თვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დროს, სა­ა­კაშ­ვილს და მის გუნდს, შე­იძ­ლე­ბა ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ მათ უმ­ძი­მე­სი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევ­დათ, მათ შო­რის, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ომის გა­ჩა­ღე­ბა და სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სათ­ვის ომის და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბა, მაგ­რამ ამ მო­მენ­ტამ­დეც მე­თო­დუ­რი მუ­შა­ო­ბით მი­იყ­ვა­ნეს.

ახალ­გაზ­რდე­ბის ამ ჯგუფ­მა, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შე­საძ­ლოა თა­ვი­დან პო­ზი­ტი­უ­რი ენ­თუ­ზი­აზ­მიც ჰქონ­დათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის მარ­თვა ვერ მო­ა­ხერ­ხა. სწო­რედ ამი­ტომ, ერ­თბა­შად მი­ღე­ბუ­ლი, უდი­დე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნებ­დნენ მარ­თვის მარ­ტივ, მაგ­რამ უსას­ტი­კეს მე­თო­დებს, რა­საც მათ კარ­ნა­ხობ­დნენ. წა­მე­ბა, მკვლე­ლო­ბა, და­ში­ნე­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ხალ­ხის და­მო­ნე­ბა და ზომ­ბი­რე­ბა – ამ ყვე­ლა­ფერს „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ სწო­რედ პატ­რო­ნე­ბის კარ­ნა­ხით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ში­შის და­სა­თე­სად აკე­თებ­და. ამას მოჰ­ყვა რო­გორც გახ­სოვთ 7 ნო­ემ­ბე­რი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პრო­ტეს­ტი და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მარ­ჯვე­ბად გა­ი­ფორ­მა და შემ­დეგ ქვე­ყა­ნა ომის ქარ-ცე­ცხლში გახ­ვია.

ცხა­დია, არ შე­იძ­ლე­ბა ნაც­მოძ­რა­ო­ბის რე­ჟიმს რა­ი­მე სა­ხის გა­მარ­თლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ისიც სი­მარ­თლეა, რომ ეს ხალ­ხი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ჩა­ით­რი­ეს სამ­შობ­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აგენ­ტუ­რულ ავან­ტი­უ­რა­ში და მხო­ლოდ ყვე­ლა ბინ­ძურ და კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი სა­ბო­ლო­ოდ. ცალ­სა­ხაა, რომ სა­ა­კაშ­ვილს და მისი ბან­დის წევ­რებს 2003 წელს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რამ­დე­ნად მძი­მე და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევ­დათ, ამი­ტომ ამ გა­რე­მო­ე­ბამ შე­საძ­ლოა “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბის პრო­ცეს­ში მათ­თვის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი რო­ლიც კი ითა­მა­შოს.

სწო­რედ იმი­ტომ, რომ ვე­რაფ­რით ხერ­ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი-გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რის პატ­რო­ნებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს ხა­ზა­რა­ძის და გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, თით­ქოს ისი­ნი დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან“ და ახალ, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამ კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის გახ­ლავთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი და რე­პუ­ტა­ცი­ა­შე­ლა­ხუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიღ­მა შე­იქ­მნას პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც შე­ფუ­თა­ვენ რო­გორც ახალ პო­ლი­ტი­კო­სებს და ასე ეც­დე­ბი­ან ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას.

მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხე­დავს, კარ­გად არ­ჩევს აგენტს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სის­გან, კარ­გად იცის შა­ვის და თეთ­რის გარ­ჩე­ვა და არც პო­ლი­ტი­კუ­რი ალღო აკ­ლია, მაგ­რამ მა­ინც უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი ხა­ზა­რა­ძის და გა­ხა­რი­ას შე­სა­ხებ.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დიდი ხნის მო­კავ­ში­რე, ე.წ. მო­ლა­რე და მათ მიერ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნე­სე­ბის დამ­პატ­რო­ნე­ბე­ლია. რო­დე­საც კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და სხვა ჯა­ლა­თე­ბი, ქარ­თველ ბიზ­ნეს­მე­ნებს ძარ­ცვავ­დნენ, ღა­მის ნო­ტა­რი­უ­სებ­თან წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა სწო­რედ ხა­ზა­რა­ძე­ზე ხდე­ბო­და. საქ­მე­ე­ბი აქ მრავ­ლა­დაა. სწო­რედ ხა­ზა­რა­ძემ გა­და­ი­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია „ელიტ-ელექტრო­ნიქ­სი“, რო­მე­ლიც მფლო­ბელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟიმ­მა წა­არ­თვა. სწო­რედ ხა­ზა­რა­ძემ გა­და­ი­ფორ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე ბან­კი „კონ­სტან­ტა“, რო­მე­ლიც ასე­ვე რე­ჟიმ­მა წა­არ­თვა მფლო­ბე­ლებს. კი­დევ უფრო მძი­მეა კომ­პა­ნია „მაგ­ნა­ტის“ საქ­მე, რომ­ლის მფლო­ბე­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს, მისი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა და ბიზ­ნე­სი ასე­ვე სა­ბო­ლო­ოდ ხა­ზა­რა­ძის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა.

ის კი­სერ­ზეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი­ა­თა­სო­ბით სახლწარ­თმე­უ­ლი, გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ბედი, მათ­თვის წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა და ქუ­ჩა­ში, ბე­დის ანა­ბა­რა და­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი. მა­შინ, რო­დე­საც რე­ჟი­მი ხალ­ხს ძარ­ცვავ­და და ქუ­ჩებ­ში კლავ­და, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რამ­დე­ნი­მე ერ­თე­ულ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ბიზ­ნეს­მენ­თან ერ­თად გა­ნუ­სა­ზღვრე­ლად მდიდ­რდე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა მას და­უ­ფა­სა ერ­თგუ­ლე­ბა და ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვა. დღეს, ხა­ზა­რა­ძე, ისე­ვე რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი, გვა­რა­მია და სხვა კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რა, პატ­რო­ნე­ბის უსი­ტყვო მორ­ჩი­ლე­ბა­შია. ხა­ზა­რა­ძემ ზუს­ტად იცის, რა და­ვა­ლე­ბებს მი­ი­ღებს ის პატ­რო­ნე­ბის­გან. მას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ თუ სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რო­გორ­ღაც მოვა, ქვე­ყა­ნა ომის ქარ-ცე­ცხლში უნდა გახ­ვი­ოს, მაგ­რამ ეს მის­თვის ვერ იქცა დაბ­რკო­ლე­ბად, რომ ამ ღა­ლატ­ზე ხელი აეღო. სწო­რედ ამი­ტომ, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“კი­დევ უფრო სა­ში­ში და მი­უ­ღე­ბე­ლი სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც, მას­ზე გა­მოც­დილ აგენ­ტებ­თან ერ­თად ცდი­ლობს ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას, თით­ქოს არა­ფე­რი აკავ­ში­რებს არც გარე ძა­ლებ­თან და არც მის საყ­ვა­რელ წარ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

არა­ნაკ­ლებ და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ხა­რი­ას შემ­თხვე­ვა­შიც. მოვ­ლე­ნა­თა ქრო­ნო­ლო­გია და გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვი მარ­ტი­ვად ადას­ტუ­რებს, რომ ის არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი აგენ­ტუ­რის რი­გი­თი წევ­რე­ბის­გან. და­ვა­ლე­ბებს ისიც სა­ერ­თო პატ­რო­ნის­გან იღებს და უსი­ტყვოდ ემორ­ჩი­ლე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყოფ­ნის დროს, მან არა­ერ­თხელ სცა­და და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი, რაც ცხა­დია, ქვეყ­ნის გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თა. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს გახ­სოვთ თქვენ კარ­გად, შე­ვარ­და ღა­მის კლუ­ბებ­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად, სა­დაც ისი­ნი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პო­ლი­ცია აღ­მოჩ­ნდა დამ­ნა­შა­ვე. შემ­დეგ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­შე სწო­რედ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და პო­ლი­ცი­ის სა­ხე­ლით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა იმი­ჯი და­ა­ზი­ა­ნა. პან­კის­ში, სა­დაც ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, სპეც­რაზ­მი და მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთს ისე­თი ფორ­მით და­უ­პი­რის­პი­რა, რომ სწო­რედ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი დარ­ჩა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, რაც მას­ზე გა­ცე­მუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყო ასე­ვე. შე­სა­ბა­მის პი­რებ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად ჩა­ა­ტა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია მეს­ტი­ა­ში, ესეც გახ­სოვთ ალ­ბათ, ხალ­ხს პო­ლი­ცი­ის ძა­ლით და­ე­რია და რომ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უს­წრა­ფე­სი რე­ა­გი­რე­ბა, კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბო­და მსხვერ­პლი­თაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. აქაც, გა­ხა­რი­ას მთა­ვარ მი­ზანს მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­ში პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია წარ­მო­ად­გენ­და. გა­ხა­რი­ას მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მეა ჩორ­ჩა­ნას ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე ნაც­მოძ­რა­ო­ბამ ნაკ­ლე­ბად შე­იმ­ჩნია, ესეც გახ­სოვთ და მათ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და მათ­მა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც. ისე, რომ გუნ­დის არც ერთ წევრთან, შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან კი­დევ უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, სა­კი­თხი არ შე­ა­თან­ხმა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სი­ახ­ლო­ვეს, პატ­რო­ნე­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გამ­ყოფ ხაზ­თან პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო დად­გა. მან ამით გა­უ­გო­ნა­რი პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყო, რა­საც რუ­სე­თის მხრი­დან მოჰ­ყვა უმ­ძი­მე­სი პა­სუ­ხი:

მათ ად­გილ­ზე, ოკუ­პან­ტებ­მა, გახ­სნეს სამ­ჯერ მეტი სა­გუ­შა­გო, წა­ი­ღეს კი­დევ უფრო დიდი ტე­რი­ტო­რია, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას მო­სახ­ლე­ო­ბამ და­კარ­გა ტყე, რომ­ლი­თაც ისი­ნი სარ­გებ­ლობ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღო რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. თუმ­ცა, პრო­ვო­კა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვა იყო, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომ­შიც შე­საძ­ლოა გა­დაზ­რდი­ლი­ყო. ეს ქმე­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ სა­ვა­რა­უ­დო პრო­ვო­კა­ცი­ის მი­ნი­მო­დე­ლად, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­კა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­დენს. საკ­ვან­ძო მო­მენ­ტი იყო ასე­ვე 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გად გახ­სოვთ თქვენ ყვე­ლას, რო­დე­საც პო­ლი­ცია პარ­ლა­მენ­ტის წინ ისეთ ად­გი­ლას გა­ნა­ლა­გა, რომ აგ­რე­სი­ულ მო­მი­ტინ­გე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა იყო გარ­და­უ­ვა­ლი, რა­საც რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც მი­ა­ყო­ლა. გა­ხა­რი­ას­თვის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა აქაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია იყო, რაც იმ ეტაპ­ზე წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა.

ცხა­დია, ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვა – თუ ამ ყვე­ლა­ფერს ერთი კაცი აშა­ვებ­და, თუ ასე აზი­ა­ნებ­და სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორ მოხ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­დან ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­წი­ნა­ურ­და? და ალ­ბათ გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ თქვენ ეს კი­თხვა. პა­სუ­ხი არ არის მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად, თუმ­ცა ეს შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ ჩვე­ნი მხრი­დან გა­ხა­რი­ას პატ­რო­ნებ­თან გა­დახ­დილ ერ­თგვარ ხარ­კად. თუმ­ცა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი­სათ­ვის, რად­გან გა­ხა­რია ჩა­მო­შორ­და მა­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბას. სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სახე უნდა იყოს, ის კი ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი, გა­მიზ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ან­გრევ­და. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ისე­თი ძა­ლე­ბი უჭერ­დნენ მხარს გა­ხა­რი­ას, არა­თუ მა­შინ, ჩვე­ნი გუნ­დი დღე­საც უწევს ან­გა­რიშს ამ ძა­ლებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მათ­თან ღრმა კონ­ფლიქ­ტში არ შე­ვი­დეთ.

  • იმის შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გამო გა­დად­გა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად და­ი­ნა­ხა – გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბა იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა. მას უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იყო მთლი­ა­ნად მორღვე­უ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვერ უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ვერ უნდა აღეს­რუ­ლე­ბი­ნა კა­ნო­ნი, ანუ ვერ და­ე­კა­ვე­ბი­ნა მე­ლია. გა­ხა­რია ის­ტე­რი­უ­ლად ითხოვ­და 2 დღეს, იმა­ვე ვა­დას, რაც სა­ა­კაშ­ვილს შემ­დგომ, 2021 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ქვე­ყა­ნა­ში ბო­რა­ნით შე­მო­სა­პა­რად დას­ჭირ­და და შე­მიძ­ლია აქვე და­ვა­მა­ტო, შე­გიძ­ლი­ათ თქვენ თვი­თო­ნაც გა­იხ­სე­ნოთ, სად იყო მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი, იმ დღე­ებ­ში, როცა გა­ხა­რია ის­ტე­რი­უ­ლად ითხოვ­და 2 დღეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­ხა­რი­ას და მისი პატ­რო­ნე­ბის გეგ­მა მა­შინ არა­თუ გა­ი­შიფ­რა, არა­მედ მო­ხერ­ხდა ამ გეგ­მის აღ­კვე­თა და პრო­ვო­კა­ცი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბა. შე­ჯა­მე­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი პატ­რო­ნებ­მა ნელ-ნელა, ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ი­ყე­ნეს სამ­სა­ხურ­ში და უამ­რავ უსას­ტი­კეს და­ნა­შა­ულ­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხელი, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ხა­რი­ას და ხა­ზა­რა­ძის თვალ­წინ ხდე­ბო­და. მათ კარ­გად იცი­ან, რა სიმ­ძი­მის და­ვა­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ და იღე­ბენ, თუმ­ცა წარ­სუ­ლის ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა მათ­თვის არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ არის. ამი­ტომ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერ­თიც და მე­ო­რეც დღეს ბევ­რად უფრო დიდ ხი­ფათს წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე ყვე­ლა­სათ­ვის გა­შიფ­რუ­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის” ძვე­ლი ფლან­გი. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა სწო­რედ ნაც­მოძ­რა­ო­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის ჩა­მო­რე­ცხვა და ჟარ­გონ­ზე რომ ვთქვათ, მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი „გაპ­რა­ვე­ბა“ იქ­ნე­ბა, მათ­თვის მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, რომ კი­დევ ერთხელ, კარ­გად გა­იხ­სე­ნონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ჩემს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლიც, გვა­რა­მი­აც, ხა­ზა­რა­ძეც და გა­ხა­რი­აც ერთი ხე­ლი­დან მარ­თუ­ლი აგენ­ტუ­რაა. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ნი­მუმ ორი მათ­გა­ნი, უდი­დე­სი ალ­ბა­თო­ბით, ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს, ხალ­ხმა უნდა იცო­დეს, რომ ამ ოთხი აგენ­ტუ­რუ­ლი პარ­ტი­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რის­თვის მი­ცე­მუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ხმა, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე რომ ვთქვათ, არის არა მხო­ლოდ უდი­დე­სი ხი­ფა­თის შექ­მნა ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი და ღირ­სე­უ­ლი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბის­თვი­საც კი“, – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay