ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი – რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ

ცნობილია ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი – რა წერია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ შესახებ

by admin

“ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი“, – ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში “სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­მა 10 ოქ­ტომ­ბერს უნდა უყა­როს კენ­ჭი.

რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სულ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბით ცდი­ლობს ში­შის ატ­მოს­ფე­როს გაღ­ვი­ვე­ბას.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­არ­სებ­ლის და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვალ­ზე და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, სულ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­გობ­რე­ბად/პატ­რი­ო­ტე­ბად და მტრე­ბად/მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და­ყო­ფით, ში­შის ატ­მოს­ფე­როს გაღ­ვი­ვე­ბას. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­და­ლახ­ვის არა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი და დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პულ გა­გე­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მოა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ,“ – ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

  • რო­გორც პრო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა გზა­გა­სა­ყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­სა­ხებ.

“შე­ტე­ვე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, ე.წ. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მათ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნას ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზა­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად, მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­ნას­წო­რო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს არა­ძა­ლა­დობ­რივ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა პო­ლი­ტი­კის ში­ნა­არ­სებ­ზე პა­ტი­ვის­ცე­მით და მშვი­დო­ბი­ა­ნად კონ­ცენ­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ევ­რო­საბ­ჭოს და ეუ­თოს წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში, პა­ტი­ვი უნდა სცეს და და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ეს ძი­რე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი. ამის ფონ­ზე, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ODIHR-ის მიწ­ვე­ვას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლად. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა მო­წო­დე­ბუ­ლია, ზედ­მი­წევ­ნით და­აკ­ვირ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვას. გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი მზად არის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­ში“, – ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay