კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტ ფიცოს შეხვდა

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრა გამართა. შეხვდრის დროს მათ უკრაინისა და სლოვაკეთისთვის პრინციპული მნიშვნელობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

“მე მას ვაცნობე პრეზიდენტ ტრამპთან გუშინდელი საუბრის შესახებ, იმ კოალიციის ლიდერებთან მუშაობის შესახებ, რომელთაც სურთ მშვიდობის დამყარება და უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ევროპისთვის არქიტექტურის უსაფრთხოების შესახებ. და სლოვაკეთი გვერდზე არ დარჩება. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთში თავისი კონტაქტების შესახებ ისაუბრა. ცალკე და მნიშვნელოვანი საკითხია ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რუსულ ნავთობს, ისევე როგორც რუსულ გაზს, მომავალი არ აქვს.

სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირისკენ სწრაფვაშიეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად უნდა განაგრძონ სვლა ევროკავშირში წევრობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს”, – განაცხადა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay