ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home მსოფლიო სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული – იური უშაკოვი

სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული – იური უშაკოვი

by admin

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებების შესახებ კონსულტაციების გამართვის საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თარიღიც განისაზღვრება. ცხადია, ეს 4 ნოემბრის შემდეგ იქნება“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრის გამართვის საკითხი ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად მდგომარეობაზე.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მოგვიანებით დაასახელებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვყავს ძირითადი ჯგუფი, თუმცა, ვფიქრობ, დელეგაციის შემადგენლობა უახლოეს მომავალში განისაზღვრება“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ კონტაქტები „რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, სწორედ წარმომადგენლების დონეზე“ იგეგმება.

მანამდე უშაკოვმა განაცხადა, რომ ევროპული მხარე აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით მომდევნო თვეში დაგეგმილ სამმხრივ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

უშაკოვის მტკიცებით, რუსეთი აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის 4 ნოემბრის შემდეგ. მოლაპარაკებების მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხის განხილვაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა კრემლის ხელმძღვანელთან ისაუბრეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ჯგუფების აბუ-დაბიში შეხვედრის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ამასთან, მისი თქმით, ნოემბრის დასაწყისში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრის გამართვა ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთმა შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამოყენება ნატო-სგან დათმობების მისაღებად სცადოს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay