საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 700-დღიანი პროტესტი ქართული საზოგადოების გამძლეობისა და სიმტკიცის მაჩვენებელია, მმართველი რეჟიმი კი ძალასა და შინაგან ენერგიას კარგავს.
„700 დღე – ეს არ არის პატარა მიღწევა, ეს არ არის უმნიშვნელო, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საზოგადოება. […] ეს არის 700 დღე გამძლეობის, შემართების, 700 არდათმობის დღე და ეს არის ის, რაც აგიჟებს დღევანდელ რეჟიმს, რომ აღარ იცის, რანაირად, როგორ დაასრულებს ამას, როგორ შეასუსტებს, რადგან ვერ ახერხებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროტესტის ფონზე საზოგადოების სხვადასხვა წრეში მხარდაჭერა იზრდება, პარალელურად კი მმართველი ძალის მიმართ უკმაყოფილებაც მატულობს.
„საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს. არც მის მომხრეებში, რომლებიც ისე იყურებიან, რომ აღარ იციან, რა ელით. […] ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რაც ხდება, როცა რეჟიმი უკვე კარგავს თავის ყველა ძალას, შინაგან ენერგიას და გავიდა 700 დღე და უკვე ვეღარ ხედავს თავის მომავალს“, — აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.