88
ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯეი დი ვენსმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სატელეფონო საუბრისას სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების საკითხი განიხილეს:
“ჩვენ რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას გავაგრძელებთ, რათა საბოლოოდ, პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან. პარტნიორებს შორის შეთანხმების შედეგად, სანქციები უფრო ეფექტური იქნება”