აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიტინგზე გამოსვლისას თეთრი სახლი რუსეთისა და უკრაინის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინს უთმობს და ამავდროულად ზურგს აქცევს შეერთებული შტატების ტრადიციულ მოკავშირეებს.
ობამას განცხადებით, თეთრი სახლი, ფაქტობრივად, რუსეთის ლიდერს ემორჩილება, მაშინ როცა უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
„თეთრი სახლი რუსეთის პუტინს ემორჩილება და ღალატობს უკრაინელებს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
გამოსვლისას ობამამ ასევე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მისი უახლოესი პარტნიორები იყვნენ.
კერძოდ, მან კანადა ახსენა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკა აშშ-ის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებს აშორებს