პუტინმა ჩვენი პოზიცია მოისმინა, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, მან და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპული პოზიცია მკაფიოდ წარუდგინეს.
„არ მგონია, რომ მან [პუტინმა] აზრი შეიცვალოს, თუმცა მან ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მოისმინა. მაშფოთებს ის, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მშვიდობის მიღწევა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის გარეშე, სტორემ უპასუხა, რომ „უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს“.
„დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-ს აკონტროლებს. სხვა საკითხია შეძლებენ თუ არა ისინი [უკრაინა] არსებული ფრონტის ხაზის რეალობად და საწყის წერტილად მიღებას. ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები ექნება ქვეყანას [უკრაინა] სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ? პუტინი ხვდება, რომ ეს მთავარი საკითხია“, – განაცხადა იონას გარ სტორემ